1. თსუ რექტორის 09.12.2020 წლის N242/01-01 ბრძანების საფუძველზე სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობა განისაზღვრა 109 სტუდენტით (მიღებულია 251 განაცხადი).
2. იმ შემთხვევაში, თუ დასაფინანსებელთა სიაში ბოლო პოზიციაზე გამოიკვეთა ერთნაირი მონაცემების მქონე ორი ან მეტი კანდიდატი, შერჩევის პროცესში უპირატესობა ენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც აქვს უფრო მაღალი GPA.
პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, 14 დეკემბრის 14 საათამდე დაუკავშირდით იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსს, ქბ-ნ შორენა წენგუაშვილს ტელეფონის ნომერზე 577943878;
იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ არ იქნა პრეტენზია მიღებული, საკითხს განიხილავს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ზარანდია. განაცხადი უნდა გამოიგზავნოს lms.tsu.ge ბაზის გრაფიდან ,,მისწერე დეკანს“.
გისურვებთ წარმატებებს!